მამუკა თხელიძე
ექიმი უროლოგი-დერმატოვენეროლოგი
დაიბადა 1974 წლის 26 იანვარს ქ. გაგრაში;
1990 წ.- დაამთავრა ქ. თბილისის მე-15 საშ. სკოლა;
1991-1993 წწ.- კაუნასის სამედიცინო აკადემია;
1994-1998 წწ.- კიევის ნაციონალური სამედიცინო უნივერსიტეტი;
1998-2000 წწ.- კიევის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, დერმატოვენეროლოგიის კათედრა, კლინიკური ინტერნატურა;
2000 წ.- მიიღო აქტიური მონაწილეობა უკრაინის დერმატოვენეროლოგთა მე-6 ყრილობის ორგანიზებასა და ჩატარებაში;
2000-2002 წწ.- კლინიკა "განიმედ"-ი: დირექტორი, ექიმი უროლოგი-დერმატოვენეროლოგი;
2000-2010 წწ.- "მეგობრული კლინიკა მოზარდთათვის": ექიმი უროლოგი-დერმატოვენეროლოგი;
2003 წ.- მიენიჭა ქ. კიევის მერის ჯილდო მედიცინაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის;
2004-2010 წწ.- კლინიკა "უკრაინული სამედიცინო ჯგუფი": ექიმი უროლოგი-დერმატოვენეროლოგი;
2004 წ.- დან უკრაინის დერმატოვენეროლოგთა და კოსმეტოლოგთა ასოციაციის წევრი;
2009 წ.- მიენიჭა უმაღლესი კატეგორია დერმატოვენეროლოგიაში;
2000-2010 წწ.- მონაწილეობდა სხვადასხვა სახის თემატურ კონფერენციებსა და სემინარებში უკრაინაში;
2010 წ.- დაბრუნდა საქართველოში, გახსნა "ქართულ-უკრაინული კლინიკა";
2011 წ.- მიიღო მონაწილეობა პროექტში "ქართველი მიგრანტების ინტეგრაცია საქართველოს შრომის ბაზარზე" თვითდასაქმების კუთხით;
2016წ. - "ქართულ-უკრაინული სამედიცინო კაბინეტი", დამფუძნებელი;
2018-2020 წწ. - აფხაზეთის სამედიცინო მუშაკთა და სამედიცინო დაწესებულებების ასოციაციის ხელმძღვანელი;
2023 - 2024 წწ. - "დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" ექიმი უროლოგი-დერმატოვენეროლოგი;
2024წ. - "SilkMedikal" ექიმი უროლოგი-დერმატოვენეროლოგი.
_________________________________________________________________________________________________________________________________
საწყის ეტაპზე კაბინეტში წარმოებს კონსულტირება, დიაგნოსტიკა და მკურნალობა შემდეგი მიმართულებებით:
კანის დაავადებები:
- დერმატოზები (ეგზემა, ფსორიაზი, წითელი ბრტყელი ლიქენი, ნევროდერმიტი, მეჭეჭები და ა.შ.);
- დერმატიტები (ალერგიული, სოკოვანი, ჩირქმბადი, ჰერპესი, ფერიმჭამელები და ა.შ.);
შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები:
- სგგი (ქლამიდია, ტრიქომონადა, მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა, კანდიდა და ა.შ.);
- მწვავე და ქრონიკული, სპეციფიური(სგგი, ვირუსული) და არასპეციფიური(ბაქტერიული) ურეთრიტი, რპოსტატიტი, ვეზიკულიტი, პოტენციის დაქვეითება და ა.შ.
კლინიკის მუშაობის პრინციპებია:
- ხელმისაწვდომობა;
- კეთილდამოკიდებულება;
- ანონიმურობა;
- კონფიდენციალურობა;
- მიუკერძოებელი დამოკიდებულება ვიზიტორთა მიმართ.
დიაგნოსტირებისას და მკურნალობისას კლინიკაში გამოიყენება მხოლოდ ერჯერადი მასალა, ხოლო მკურნალობის ხარისხის გასაუმჯობესებლად-თანამედროვე სამედიცინო აპარატურა:
1) ელექტროკოაგულატორი - გამოიყენება მეჭეჭების, კერატომების, მახვილწვეტიანი კონდილომების, ფიბრომების, ჰემანგიომების, ჰიპერკერატოზული წარმონაქმნების ელიმინაციისათვის.
2) რექტალური ულტრაბგერითი მკურნალობის აპარატი სამმაგი ეფექტით: ვიბრომასაჟი, ელექტრომაგნიტური და სითბური თერაპია - გამოიყენება პროსტატიტების (მათ შორის კალკულოზური), ადენომის, ვეზიკულიტის, პოტენციის დაქვეითების სამკურნალოდ.
3) ელექტროფორეზის აპარატი - გამოიყენება როგორც კანის (მაგ. ვიტილიგო, კელოიდები), ასევე უროლოგიური (მაგ. ურეთრიტი, პროსტატიტი (განსაკუთრებით ნაწიბუროვანი) მკურნალობისას.
4) ადგილობრივი დარსონვალიზაციის აპარატი - გამოიყენება როგორც კანის (მაგ. წითელი ბრტყელი ლიქენი, ფსორიაზი, ეგზემა), ისე უროლოგიური (პროსტატიტი, ვეზიკულიტი) მკურნალობისას.
5) ვაკუუმთერაპიის აპარატი - გამოიყენება როგორც კანის (ფერიმჭამელები, ჭინჭრის ციება), ასევე უროლოგიური (პოტენციის დაქვეთება) დაავადებების სამკურნალოდ.
_________________________________________________________________________________________________________________________________
მედ. კაბინეტში მოქმედებს დაბალი ფასები, ამასთანავე სხვადასხვა მომსახურეობაზე არსებობს 20%-დან 40%-მდე ფასდაკლებები; მეორადი კონსულტაციის ღირებულება (პირველადიდან გამომდინარე) არის უფასო.
მედ. კაბინეტში წარმოებს მიღება ორშ.- პარ. 10.00-დან 17.00-მდე წინასწარი ჩაწერით.
მედ. კაბინეტის მისამართია: თბილისი ა.გობრონიძის ქ,1. ოფ. 106, ტელ.:591 175583; 597 788225.
_________________________________________________________________________________________
თემატური მასალა
პროსტატიტი
პროსტატიტი(პ) არის წინამდებარე ჯირკვლის ანთება. არსებობს მწვავე და ქრონიკული პ-ი (ურეთროპროსტატიტები, რადგანაც არ არსებობს პროსტატიტი უკანა ურეთრიტის გარეშე). წარმოქმნის მიხედვით პ-ი არსებობს პირველადი (უშუალოდ პ-ის ანთება) და მეორადი (რაიმე ანთებითი დაავადების გართულების შედეგად, მაგ. წინა ურეთრიტი). გამომწვევის მიხედვით პ-ი არსებობს: სგგი (ქლამიდიური, ტრიქომონადური, მიკო-,ურეაპლაზმური), არასპეციფიური ბაქტერიული (სტაფილო-,სტრეპტოკოკური და სხვ.) სოკოვანი, ვირუსული და ა.შ. არებობს კალკულოზური (კენჭოვანი) პ-ი.
პ-ის განვითარებას ხელს უწყობს ჯდომითი ცხოვრების წესი, არარეგულარული სქესობრივი კონტაქტები, ხშირი შეცივნება, იმუნიტეტის დაქვეითება რაიმე მიზეზით, სტრესი და ა. შ.
პ-ის ყველაზე ხშირი ფორმაა ქრონიკული პ-ი პერიოდული გამწვავებით (საშუალოდ 2-ჯერ წელიწადში). ამ დროს აღინიშნება დისკომფორტი შორისის მიდამოებში, საზარდულში ორივე ან ცალი მხრიდან, სათესლე ჯირკვლებში ორივე ან ცალი მხრიდან, ბოქვენის ან წელის არეში და ა.შ.
პ-ს დიაგნოზი უნდა დაისვას როგორც სწორი ანამნეზის მოგროვების, ისე კომპლექსური გამოკვლევის საფუძველზე (დაუშვებელია პ-ის მკურნალობა ანალიზების
და სწორი დიაგნოზის გარეშე).
პ-ი შეიძლება მიმდინარეობდეს თანმხლები დაავადებებით (მაგ. ცისტიტი,
ვეზიკულიტი, ორქიტი, ორქოეპიდიდიმიტი).
სურ.წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების სქემატური გამოსახულება (ფერებით პ-ი ასევე შეიძლება შეგვხვდეს ადენომასთან კომბინაციაში. თუ ადენომა პირველ
ნაჩვენებია ორგანოები და დაზიანებები: ყვითელი– შარდის ბუშტი, სტადიაშია, ასევე შეიძლება მედიკამენტებით მისი მკურნალობა (პ-თან კომპლექსში).
ცისფერი და მწვანე-უკანა და წინა ურეთრა (შარდსადინარი), წითელი-სფინქტერები პ-ის მკურნალობა ასევე კომპლექსურია, რაც ითვალისწინებს როგორც ზოგადი (აბები, ინექციები,
უკანა ურეთრის ბოლოებზე, ყავისფერი-პროსტატა, იასამნისფერი-ანთება, ვარდის- სანთლები), ისე ადგილობრივი (პ-ის მასაჟი, ინსტილაცია, ულტრაბგერითი თერაპია-
ფერი-ადენომა (ცენტრში და პერიფერიაზე), თეთრი-ნაწიბურები, შავი-კენჭები) . კალკულოზური პ-ის დროს, ელ.ფორეზი შესაბამისი კოკტეილით-ნაწიბუროვანიპ-ის დროს და ა.შ.)
მეთოდებს( უნდა აღინიშნოს,რომ ადგილობრივი თერაპიის გარეშე პ-ის მკურნალობა არაეფექტურია). თუ პ–ს ახლავს თანმხლები დაავადებები, მკურნალობის კურსს უნდა დავამატოთ შესაბამისი პრეპარატები. (ყოველთვის არ არის აუცილებელი დამატებითი კურსის დანიშვნა). მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ საჭიროა საკონტროლო ანალიზების გაკეთება (მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად) და პაციენტისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა.
.
სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციები (სგგი), წინა ურეთრიტი
სგგი (ჰონორეა, ტრიქომონადა, ქლამიდია, მიკო-,ურეაპლაზმა და სხვა) ხასიათდებიან საერთო თვისებებით: ისინი გადაეცემიან პრაქტიკულად მხოლოდ სქესობრივი კონტაქტის შედეგად და იწვევენ ძირითადად შარდ-სასქესო სისტემის ანთებით დაავადებებს აღმავალი გზით.
სგგი ხასიათდებიან სხვადასხვა ინკუბაციური პერიოდით: 3-5 დღიდან(ჰონორეა) 1 თვემდე(ქლამიდია).
პირველად ზიანდება შარდსადინარი - ე.წ. წინა ურეთრიტი (ქალებში-საშოს ანთება,ე.წ. ვაგინიტი), ვითარდება დაავადების საწყისი ანუ მწვავე პერიოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია: დისკომფორტი შარდვის დროს, წვა, გამონადენი ურეთრიდან(ვაგინიდან) როგორც ჩირქოვანი, ისე გამჭვირვალე, უხვი ან მცირედი. დაახლოებით ორი თვის შემდეც მწვავე სტადია გადადის ქრონიკულში, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზემოაღნიშნული სიმპტომების შემცირება ან სულაც გაქრობა.
დიაგნოზი უნდა დაისვას როგორც სწორი ანამნეზის მოგროვების, ისე კომპლექსური გამოკვლევის საფუძველზე.
მკურნალობა წარმოებს არსებული სტადიის მიხედვით (მაგ: ჰონორეის მწვავე სტადიის მკურნალობა წარმოებს შესაბამისი ანტიბიოტიკებით, ხოლო ქრონიკული სტადიის მკურნალობა იწყება იმუნოთერაპიით, რომლის შემდეგ ინიშნება ანტიბიოტიკო- და ადგილობრივი თერაპია).
სგგი -ს განეკუთვნებიან აგრეთვე ზოგიერთი ვირუსული ინფექციები: გენიტალური ჰერპესი, პაპილომავირუსი, ციტომეგალოვირუსი, ჰეპატიტის ვირუსი B, C, აიდვ და ა.შ. მათი კლინიკური გამოვლინებები სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია ვირუსის თვისებებზე (მაგ: ჰერპესვირუსი და პაპილომავირუსი იწვევენ სასქესო ორგანოების კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანებას, ციტომეგალოვირუსი-შინაგანი ორგანოების, ჰეპატიტის ვირუსი-ღვიძლის, აიდვ-იმუნური სისტემის და ა.შ.).
წინა ურეთრიტის მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში პროცესი პროგრესირებს და გადადის შარდ-სასქესო სისტემის ნებისმიერ ორგანოზე (ყველაზე ხშირი გართულებებია უკანა ურეთრიტი და პროსტატიტი).
ეგზემა
Eczema
ეგზემა (ე) კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა(25%). ე-ა მწვავე პერიოდში ხასიათდება ბუშტუკისებრი გამონაყრით, რომელიც წააგავს წყლის დუღილის დროს წარმოქმნილ ბუშტუკებს (ბერძნულად eczeo "ვდუღვარ").
ეთიოლოგია უცნობია, მაგრამ მნიშვნელობა ენიჭება ალერგიულ რეაქციებს, ნერვული და იმუნური სისტემის დარღვევებს, მემკვიდრეობითობას და სხვა. არჩევენ ერითემატოზურ, პაპულოზურ, ვეზიკულოზურ, სისველის, ქერქოვან და აქერცვლის (სქვამოზურ) სტადიებს. ე-ა იყოფა მწვავე და ქრონიკულ ფორმებად. მწვავე ე-თვის დამახასიათებელია ერითემა(სიწითლე), კანის შეშუპება, ბუშტუკები, მიკროეროზიები, აქერცვლა, ქერქის წარმოქმნა. 1,5-2 თვის შემდეგ კლინიკური გამოვლინებები თანდათან მცირდება. ქრონიკული ე-ის დროს ზემოაღნიშნული კანის ცვლილებები ვლინდება შედარებით მცირედ, სამაგიეროდ უფრო გამოხატულია ლიქენიზაცია, ნახეთქებისა და ქერცლის წარმოქმნა. ამასთანავე ქრონიკული ე-ა უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს პერიოდულად პროცესის გამწვავებით. არსებობს ქრონიკული ე-ის რამდენიმე ნაირსახეობა: ჭეშმარიტი, მიკრობული,სებორეული, ლიქენოიდური,ნუმულარული, პროფესიონალური, დისჰიდროზული და ა.შ .ჭეშმარიტი ე -ის დროს გამონაყარი განლაგებულია სიმეტრიულად, მოიცავს ტანს, სახეს, ზედა და ქვედა კიდურებს. დაზიანების კერებს არ გააჩნიათ მკვეთრი საზღვრები.მიკრობული ე -ის კლინიკური სურათი ხასიათდება დაზიანებული კერების მკვეთრი და არათანასწორი საზღვრებით, განლაგების ასიმეტრიით, ძირითადად ზედა და ქვედა კიდურებზე. ამასთანავე ამ ფორმის დროს ტიპიურ გამონაყარს თან ერთვის ინფილტრირებულ ფონზე პუსტულოზური გამონაყარი, ჩირქოვანი და ჰემორაგიული ქერქით.
სურ.1-2. ეგზემა (მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ)
ფსორიაზი
Psoriasis
ფსორიაზი (ფ) არის ქრონიკული დერმატოზი. იგი ხასიათდება კანზე კვანძოვანი ან ბალთისებრი გამონაყრით, რომელიც დაფარულია ქერცლით. ფ-ით დაავადებულები შეადგენენ კანით საერთო დაავადებულთა 3-5%.
ფ-ის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა დიდ როლს თამაშობს როგორც მემკვიდრეობითობა, ისე სტრესული სიტუაციები, ალკოჰოლი (შეიძლება გამოიწვიოს გამწვავება) და სხვა.
ფ-ის დროს ზიანდება როგორც გლუვი კანი, ისე თავის თმიანი ნაწილი, ფრჩხილები, სახსრები (ართროპათიური ფ-ი).
გავრცელების მიხედვით ფ-ი შეიძლება იყოს როგორც ლოკალური (მაგ. ე. წ.. მორიგე ბალთები იდაყვებზე), ისე დიფუზური (წერტილოვანი, წვეთოვანი, პაპულოზური, ბალთისებრი, ერითროდერმიული).
სეზონურობის მიხედვით არსებობს ზამთრის (პროცესის გამწვავება ზამთარში), ზაფხულის (პროცესის გამწვავება ზაფხულში) ან შერეული (სეზონურობა არ ახასიათებს) ფორმები.
განვითარების მიხედვით არსებობს პროგრესის სტადია (გამონაყრები ჩნდება და იმატებს ), სტაციონარული სტადია (ახალი გამონაყარი არ ჩნდება) და რეგრესის სტადია (გამონაყარი თანდათან ქრება). პროგრესის სტადია ხასიათდება აუსშპიტცის ტრიადით (სტეარინის ლაქის, ტერმინალური აპკის და კაპილარული სისხლდენის სიმპტომები), რაც აადვილებს ფ-ის დიაგნოსტირებას. ასევე ამ სტადიისთვის დამახასიათებელია კებნერის სიმპტომი (კანის უმნიშვნელო დაზიანების შედეგად ჯანმრთელ მონაკვეთზე რამდენიმე ხნის შემდეგ ჩნდება ფ-თვის დამახასიათებელი გამონაყარი).
ფ-ი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს გამწვავებებისა და რემისიების მონაცვლეობით, რასაც ხშირ შემთხვევაში პაციენტი მიჰყავს ერითროდერმიულ ფორმამდე (მთელ სხეულზე კანის დაზიანება მკვეთრი ჰიპერემიით, შეშუპებით, ინფილტრაციით და ლიქენიფიკაციით).
პათოჰისტოლოგია. ფ-ის დროს აღინიშნება აკანტოზი, პარაკერატოზი და პაპილომატოზი. ზოგჯერ გვხვდება მუნროს მიკროაბსცესები და სპონგიოფორმული კოგოის პუსტულა (პუსტულოზური ფ-ის დროს).
მკურნალობისთვის გამოიყენება როგორც ზოგადი (ვიტამინო-, სედატიური და ა.შ.), ისე ადგილობრივი (ჰორმონალური მალამოები, ლოსიონები და ა.შ.) პრეპარატები.
სებორეული ე -ა ვითარდება იმ ადგილებში, სადაც არის ცხიმოვანი ჯირკვლების დიდი რაოდენობა: თავის თმიანი ნაწილი, სახე, მკერდი, ზურგი, კანის ნაკეცები, ზედა და ქვედა კიდურების მომხრელი ზედაპირი. ასეთ ადგილებში კანი არის შეშუპებული, ჰიპერემირებული, მის ზედაპირზე შეიმჩნევა წვრილი მოყვითალო-მოვარდისფრო კვანძები ცხიმოვანი მოყვითალო ქერცლით ან ქერქით.
დისჰიდროზული ე -ა ლოკალიზებულია ძირითადად ხელის- და ფეხისგულებზე და თითების გვერდით ზედაპირებზე. კლინიკურად ხასიათდება წვრილი ბუშტუკების გამოვლენით, რომლებიც ზოგჯერ ურთიერთშერწყმის შედეგად მრავალკამერიან, მსხვილ ბუშტებს წარმოქმნიან. პროფესიული ე -ა ხშირად იწოდება კონტაქტურ ე-ად, რადგან წარმოიქმნება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით კანის სენსიბილიზაციის შედეგად. ძირითადად ვითარდება კანის გახსნილ მონაკვეთებზე: მტევნის და წინამხრის მიდამოებში, სახეზე. პათოჰისტოლოგია. ერითემატოზული სტადია ხასიათდება ლიმფოციტური ინფილტრატებით და დვრვილოვანი შრის სისხლძარღვების გაფართოვებით; პაპულოზური სტადია ხასიათდება სპონგიოზით, აკანტოზით, ვეზიკულაციით-სეროზული ექსუდატის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნით, ხოლო სქვამოზური სტადია-აკანტოზით, პარაკერატოზით და დერმის ზედა ნაწილის უმნიშვნელო შეშუპებით.
მკურნალობა მოიცავს როგორც ზოგად (ანტიჰისტამინური, ვიტამინო-, დიეტოთერაპია და სხვა), ასევე ადგილობრივ (საფენები სისველის სტადიაში, ჰორმონალური მალამოები და სხვა) და ფიზიოთერაპიულ მკურნალობას.
სურ.1. ხელის გულის ფსორიაზი. სურ. 2. იგივე პაციენტი მკურნალობის შემდეგ.
წითელი ბრტყელი ლიქენი
Lichen ruber planus
წითელი ბრტყელი ლიქენი (წბლ) არის კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება კვანძოვანი გამონაყრით მწვავე ანთებითი მოვლენების გარეშე და თანმხლები (ზოგჯერ გაუსაძლისი) ქავილის შეგრძნებით.
ეთიოლოგია უცნობია. დაავადებას ხშირად წინ უსწრებს ვირუსული დაავადებები, მნიშვნელობას ანიჭებენ ქრონიკულ დაავადებებს, რომლებიც აქვეითებენ იმუნიტეტს, ტოქსიკო-ალერგიულ ზემოქმედებებს, ნევროგენულ დარღვევებს.
გამონაყარი ლოკალიზებულია კიდურების მომხრელ ზედაპირებზე, ტანზე, პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, სასქესო ორგანოებზე, ზოგჯერ ზიანდება ფრჩხილებიც. კვანძები ბრტყელი და პოლიგონალური ფორმისაა, მოწითალო-ლურჯი ფერის, ზომით 1-2 ან 4-5 მმ, ბევრ მათგანს ცენტრში ჭიპისებრი ჩაღრმავება აქვს. პაპულები ხასიათდებიან სანთლისებრი ბრწყინვალებით, რაც კარგად ჩანს გვერდითი განათებისას. ზოგიერთ კვანძზე შეიმჩნევა სპეციფიური ბადისებრი მოხაზულობა (ე.წ. უიკხემის ბადე). ურთიერთშერწყმისას კვანძები წარმოქმნიან მკვეთრად შემოფარგლულ მოლურჯო-იისფერ ან მონაცრისფრო-წითელი ფერის ბალთებს. წბლ-ის დროს აღინიშნება კებნერის ფენიმენი (იზოფორმული რეაქცია).
არსებობს წბლ-ის რამდენიმე ნაირსახეობა: რგოლისებრი, ზოსტერიფორმული, პემფიგოიდური, მეჭეჭისებრი და სხვა.
რგოლისებრი ფორმა. ამ დროს ცალკეული კვანძები და ბალთები ერწყმიან ერთმანეთს (ან იზრდებიან პერიფერიულად ცენტრში უკუგანვითარებით) და წარმოქმნიან მცირე ზომის რგოლებს ან რკალებს, რომელთა ცენტრალური ნაწილი ჩვეულებრივი ფერის ან მოყავისფროა (პაპულის გაწოვის შედეგად) ატროფიის ნიშნებით.
ზოსტერული ფორმა. ამ დროს წბლ-ის ტიპიური გამონაყარი, ერთეული ან მცირე ბალთების სახით ურთიერთშერწყმული პაპულები უშუალოდ რომელიმე ნერვის გაყოლებაზეა განლაგებული.
პემფიგოიდური ფორმა. ამ დროს ტიპიურ გამონაყართან ერთად შეიძლება განვითარდეს ბუშტუკები, რომლებიც შეიძლება იყვნენ განლაგებული როგორც დაუზიანებელ კანზე, ისე პაპულების ზედაპირზე. მათი შიგთავსი სეროზული ან სეროზულ-სისხლიანია. ამ ფორმის დროს შეიძლება დაზიანებული იქნეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა.
მეჭეჭისებრი ფორმა. ამ დროს გამონაყარი ძირითადად განლაგებულია წვივების გამშლელ ზედაპირებზე, თუმცა გვხვდება სხვა ლოკალიზაციაც. კვანძების ჰიპერტროფიის შედეგად წარმოიქმნება კანის ზედაპირიდან მკვეთრად ამაღლებული გამონაყარი, რომლის ზედაპირიც დაფარულია სქელი, მონაცრისფრო ან მოყვითალო რქოვანი მასებით. აღსანიშნავია, რომ ამ ფორმისათვის დამახასიათებელია აუტანელი ქავილის შეგრძნება, რთული და ხანგრძლივი მიმდინარეობა და მკურნალობისადმი რეზისტენტულობა.
სურ.1. წითელი ბრტყელი ლიქენის მეჭეჭისებრი (ვერუკოზული) ფორმა (მკურნალობამდე) სურ.2. იგივე პაციენტის ხელის მომხრელი ზედაპირი (მკურნალობის 1-ლი ეტაპის შემდეგ)
სურ. 3-4 იგივე პაციენტის ხელის ორმხრივი ხედი მკურნალობის ბოლო ეტაპზე (ხელის გულზე ჩატარდა რქოვანი მონაკვეთის ელ. კოაგულაცია, დანარჩენ მონაკვეთებზე - ადგილობრივი კონსერვატიული თერაპია).
წბლ-ი ხშირად განლაგებულია პირის ღრუს ლორწოვან გარსზე (რაც შეიძლება დაავადების გამოვლინების ერთადერთი ადგილი იყოს) და ტუჩების წითელ ქობზე, უფრო იშვიათად სასქესო ორგანოებზე.
პათოჰისტოლოგია. ძირითადი ნიშნებია ჰიპერკერატოზი, გრანულოზი, ბაზალური შრის ვაკუოლური დისრტოფია; დერმის ზედა ნაწილში აღინიშნება დიფუზური, ხაზოვანი ინფილტრატი, რომელიც ქვემოდან მჭიდროდ ეკვრის ეპიდერმისს.
მკურნალობა მოიცავს როგორც ზოგად, ისე ადგილობრივ თერაპიას. გამოიყენება ანტიჰისტამინური, ვიტამინო(A,B,D,E), ანტიმალარიული, სედაციური პრეპარატები, ადგილობრივად - ჰორმონალური მალამოები.
კანდიდოზი
Candidosis
კანდიდოზური (კ) დაავადების გამომწვევია candida-ს სახეობის საფუარისებრი სოკო. კ-ის განვითარებას ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული დისბაქტერიოზი, იმუნიტეტის დაქვეითება, სისხლში შაქრის დონის მომატება და სხვა.
არსებობს: 1) ზედაპირული კანის, ლორწოვანი გარსის, ფრჩხილების კ -ი, 2) ქრონიკული გენერალიზებული გრანულომატოზური კ -ი, 3) ვისცერალური კ -ი.
კანის ზედაპირული კ -ი ძირითადად ვითარდება კანის ნაკეცებში, სადაც ჰიპერემირებულ ფონზე ჩნდება წვრილი, შერწყმული ბუშტუკები, რომლებიც სწრაფად იხსნებიან და წარმოქმნიან ეროზიებს. მათ კიდეებზე გარს აკრავთ მაცერირებული მოთეთრო რქოვანას გვირგვინი არამკვეთრი საზღვრებით და არასწორი მოხაზულობით.
ლორწოვანი გარსის კ -ი ვლინდება წერტილოვანი გამონაყრის ან მოთეთრო კეროვანი ნადების სახით ჰიპერემირებულ ლორწოვან ზედაპირზე.
ფრჩხილების კ -ური დაზიანება მიმდინარეობს სხვა სოკოვანი დაავადებებისგან განსხვავებულად. დაავადებისთვის დამახასიათებელია პარონიქია-ფრჩხილის მორგვის შეწითლება, შესივება და მტკივნეულობა. ფრჩხილზე დაჭერისას შეიძლება გამოიყოს სეროზული ან ჩირქოვანი სითხე; ქრება ეპონიქიუმი (ნუნა)-თხელი კანის ფირფიტა, რომელიც ფრჩხილის უკანა კიდეს ფარავს; თანდათან იცვლება ფრჩხილიც: იგი სქელდება, ხდება მღვრიე, იძენს მონაცრისფრო შეფერვას, მისი კიდეები სცილდება ფრჩხილის საწოლს, ფრჩხილის მატრიქსის და გვერდითი კიდეების მიდამოები ხდება ფაშარი, იწყებს დაშლას (სხვა სოკოვანი დაავადებებისგან განსხვავებით, როდესაც ფრჩხილის დაზიანება იწყება წინა თავისუფალი კიდის დაზიანებით) და ვრცელდება მთელ ფრჩხილზე (იხ. სურ.). ქრონიკული გენერალიზებული (გრანულომატოზური)კ -ი ყველაზე ხშირად იწყება ლორწოვანი გარსის დაზიანებით, რის შემდეგაც გადადის ფრჩხილებზე ან ახლომდებარე კანის მონაკვეთებზე, ვლინდება კვანძოვანი ან ხორკლისებური გამონაყრით, გამოხატული გრანულომატოზური ინფილტრაციით, რომელიც ქერქებით არის დაფარული.
სურ. კანდიდოზური ონიქომიკოზი
კ -ური ინფექცია მიეკუთვნება ასევე სგგ ინფექციებს, შესაბამისად იგი იწვევს შარდ-სასქესო სისტემის ანთებით დაავადებებს: მამაკაცებში-ბალანოპოსტიტებს (ყველაზე გავრცელებული დაავადება, რაც ვლინდება ჩუჩის და ასოს თავის ანთებითი პროცესით), ურეთრიტებს, პროსტატიტებს, ქალებში-ვულვიტებს, ვულვოვაგინიტებს.
კ -ური ინფექცია ხშირად თან ერთვის ანთებით პროცესებს, რომლებიც გამოწვეულია სხვა (მაგ. სგგ) ინფექციებით, რადგან ხდება ადგილობრივი (ლორწოზე) მიკროფლორის დარღვევა. ხანდახან კ-ური ინფექცია მიმდინარეობს ძალზედ რთულად (არ ექვემდებარება მკურნალობას ან იძლევა ხშირ რეციდივებს). ამის მიზეზი შეიძლება იყოს იმუნიტეტის დაქვეითება (მაგ. რომელიმე ვირუსული ინფექციის გადატანის შედეგად), სისხლში შაქრის დონის მომატება და ა.შ.
კ -ური ინფექციის მკურნალობა ხორციელდება როგორც ზოგადი (ფლუკონაზოლი, ნისტატინი, იმუნოთერაპია და ა.შ.), ისე ადგილობრივი (კლოტრიმაზოლის შემცველი მალამოები, სანთლები, ლამიზილი, ტრავოგენი, ფუკორცინი, ვერცხლის ნიტრატის ხსნარი და ა.შ) საშუალებებით.
ფერიმჭამელები
Acne vulgaris
ფერიმჭამელა (ფ) წარმოადგენს ცხიმის ჯირკვლების ანთებით დაავადებას, რომლის გამომწვევია ძირითადად prorionbacter acne და რომელიც იწვევს კანის იმ მონაკვეთების დაზიანებას, სადაც კარგად არის გამოხატული ცხიმის ჯირკვლების ფუნქციონირება (სახის, ზურგისა და მკერდის მიდამოები). ფ-ით ავადდებიან ძირითადად მოზარდები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში აღენიშნებათ ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონი) ჭარბი სეკრეცია. დაავადება მიმდინარეობს სებორეის ფონზე. არსებობს ფ-ის რამდენიმე ფორმა: კომედონი ("შავი ფერიმჭამელა"), რომელიც შავ წერტილს წააგავს და თმა-ცხიმის ფოლიკულის გამოსავალ ნაწილშია განლაგებული (ე.წ. "საცობი"-ს სახით); პაპულოზური ფორმა (გამონაყარი პატარა ანთებითი კვანძების სახით); პუსტულოზური ფორმა (კვანძის ცენტრში პუსტულა ანუ ჩირქმბადია განლაგებული) და ინდურაციული ფორმა (დიდი ზომის ღრმა, მკვრივი და მტკივნეული გამონაყარი).
დაავადება იწყება 14-15 წლის ასაკში პატარა, 2-5 მმ დიამეტრის ვარდისფერი კვანძოვანი გამონაყრით, ხშირად კომედონების თანხლებით. შემდგომში კვანძის ზედაპირზე ვითარდება პუსტულა. ანთებითი პროცესი ვითარდება თანდათან, რასაც თან სდევს გამონაყრის მომატება დიდ ზომებამდე და მტკივნეულობა. პუსტულის შიგთავსი სკდება ან ხმება ქერქის სახით. რეგრესის შემდეგ პუსტულოზური ფორმა ტოვებს მცირე პიგმენტურ ლაქებს ან ნაწიბურებს.
ანთებითი პროცესის გავრცელებისას თმა-ცხიმის ფოლიკულის ირგვლივ წარმოიქმნება ღრმა, მკვრივი, მოწითალო-მოლურჯო ფერის, მკვეთრად მტკივნეული ინფილტრატი, რომლის ზომა აღწევს 1სმ და ზოგჯერ უფრო მეტსაც. ასეთი ინფილტრატები ხშირად ერწყმიან ერთმანეთს და წარმოქმნიან დიდ მოფლუქტუირე ჩირქოვან შემსივნებებს (კონგლობატური ფორმა).
სურ. ვულგარული ფერიმჭამელა (კონგლობატური ფორმა)
ფ-ის მკურნალობა ხანგრძლივი(განსაკუთრებით კონგლობატური ფორმის დროს) და კომპლექსურია. რეკომენდებულია დიეტა ორგანული ცხიმების შეზღუდვით, ვიტამინები A და E, ანტიბიოტიკები; ადგილობრივ თერაპიაში გამოიყენება "სკინორენი", "ზინერიტი", იქტიოლი, სპირტული შესანჯღრევი ნარევები რეზორცინით და ა.შ.